უკრაინა არ არის დროში შეზღუდული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთნხმების გაფორმებაში თავისული ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორ საბაჟო კავშირში მისთვის შეუძლებელია. ეს განცხადენა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში გააკეთა.
„კარი ღია რჩება და არავითარი თარიღი როდესაც იქ დაიხურება არ არსებობს. ჩვენ გვსურს ასოცირების შესახებ შეთამხმების გაფორმება და ევროპა ამისათვის ემზადება. ახლა უკვე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს", - განაცხადა მერკელმა და აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუძლია ხელი მოაწეროს საბაჟო კავშირის წევრობას და ერთდროულად ამისა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნას.
მისივე განცხადებით, შექმნილ სიტუაციას რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ, რომელიც 2014 წლის იანვარში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები