ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 2013 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:
Ø ბიუჯეტის ეფექტიანობის გაზრდის, მისი ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით:
· 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდა;
· პირველად გაიხსნა ე.წ. „სხვა ხარჯების" მუხლი, რომელიც გასულ პერიოდში მილიარდ ლარს აჭარბებდა;
· 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები.
Ø სახელმწიფო ვალის მართვისა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით
· სახელმწიფო ვალი ინარჩუნებს მდგრადობას. 2013 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებაში დაახლოებით 34.7%, ხოლო საგარეო ვალი 27.2% იქნება.
· დღეის მდგომარეობით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების/განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით შეღავათიანი სესხების და გრანტების სახით მიმდინარეობს დაახლოებით 40 პროექტი. აღნიშნული პროექტების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ლარს და განკუთვნილია საგზაო, ურბანული და მუნიციპალური, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა პროექტებისთვის;
Ø ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები
2013 წლის პირველი იანვრიდან ძალაშია ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნის, ბიზნესსექტორის ხელშეწყობის, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენ. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ამ პაკეტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნესსექტორი და ბევრი ინიციატივა სწორედ მათთან შეთანხმებით მომზადდა.
· შემოვიღეთ დაუბაგრავი მინიმუმის ცნება და მოქალაქეებს მომავალი წლის მეორე კვარტლიდან შეეძლებთ დაიბრუნონ, საარსებო მინიმუმის ოდენობის, ხელფასზე დამქირაველბლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 360 ლარის ოდენობით.
Ø ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მუშაობის ტრანსპარენტულობა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ფინანსთა სამინისტრომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ბიზნეს სექტორში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხორციელდება წევრების როტაცია. გარდა ამისა, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელი.
Ø ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გააქტიურების კუთხით
ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესი გაააქტიურა - 2013 წლის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოცულობამ შეადგინა 85,3 მლნ ლარი.
Ø გადამხდელთა მომსახურებისა და სერვისების გამარტივების მიზნით:
· ამოქმედდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი.
· 16 სერვის ცენტრში 2013 წელს მომსახურება გაეწია 201 188 გადამხდელს.
· გადამხდელთა მომსახურება მიმდინარეობს ერთი ფანჯრის პრინციპით.
Ø 2013 წელს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა შეადგინა 5 217 151 ლარი
Ø საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღია და საჯარო მმართველობისთვის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის, მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის და მათთან მუდმივი დიალოგის უზრუნველსაყოფად:
• მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
• ფინანსთა მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და აქტიურად ფუნქციონირებს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები;
• ყოველთვიურ რეჟიმში იმართება შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან;
• დაწესდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მოქალაქეთა მიღების დღე;
• ჩვენ საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგში პირველ ადგილზე ვართ.
Ø საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს მრავალ სოციალურ პროექტში
· სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში საერთო ჯამში 20 უნარშეზღუდული პირია დასაქმებული;
Ø საჯარო ფინანსების ინტეგრირებული სისტემის მართვისა და ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახური. 2013 წლის განმავლობაში ამოქმედდა ისეთი ელექტრონული სისტემები, რომლის მეშვეობითაც
850-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქცეულია ერთიან კომპიუტერულ სივრცეში.
Ø ინფასტრუქტურული პროექტები
თანამედროვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გადამხდელთა სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურების დონის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
· დასრულდა საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგი" რეკონსტრუქცია;
ამჟამად დაწყებულია და 2014 წლის ბოლომდე დასრულდება:
ü საბაჟო-გამშვები პუნქტის „ნინოწმინდა" მშენებლობა;
ü საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახი" რეკონსტრუქცია;
ü საბაჟო-გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი" რეკონსტრუქია;
ü თბილისის გეზ -ის მშენებლობა;
Ø მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების შერჩევის მიმართულებით.