2014 წელს მშპ-ს დეფლატორი 3,5 %-ი იქნება, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრო ნოდარ ხადური აკეთებს, რომელმაც დღეს 2013 წელი შეაჯამა და წლის ანგარიში საზოგადოებისა და მთავრობის წევრებს ჩააბარა.
„2011 წლის ზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაცია არის სტაბილური, დაბალი, ხშირ შემთხვევაში არის უარყოფითი, ანუ ადგილი აქვს დეფლაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის განმავლობაში საქართველოში მშპ-ს დეფლატორი 3,5 %-ი იქნება, რაც კარგი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის"- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.