კომპანია „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინის მიერ შეწყალებული მიხაილ ხოდორკოვსკი გერმანიაში გაფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს.
„განთავისუფლებისას ხოდორკოვსკი მ.ბ. -მ მოგვართა პირადი თხოვნით, გაფორმებულიყო მისთვის საბუთები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. განთავისუფოფლების შემდეგ ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაფრინდა, სადაც მკურნალობას მისი დედა გადის",_ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების სამსახური განცხადებაში.
ამასთან ერთად, რუსული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოთქვამენ ეჭვს იმის შესახებ, რომ ხოდორკოვსკის დედა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
„კომერსანტის" სპეციალურმა კორესპოდენტმა „ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა, რომ პირადად ესაურა მარინა ფილიპეს ასულ ხოდორკოვსკაიას და ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მოსკოვში იმყოფება.
ამჟამად უკვე ხოდორკოვსკის ადგილსამყოფელს ვერც ადვოკატები და ვერც მისიის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ.