ბათუმის პორტიდან დღეს მორიგი ბორანი გავიდა ციტრუსით დატვირთული. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინულ ბორან "გრეიფსვალდიზე" ამჯერად 18 ვაგონი და 70 სატვირთო მანქანა ავიდა. პორტიდან ბორანი გასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე დაესწრნენ.დღესვე მესამე ბორანი გავა ფითიდან, რომელზეც 60 მანქანაა დატვირთული. დღის ბოლოსთვის ბათუმის პორტის სატვირთო ტერმინალის მისადგომზე ჩამოდგება გემი, რომელიც ნოვოროსიის მიმართულებით წაიღებს ციტრუსს.