გლობალური გარემოსდაცვითი ფონდმა (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 750 000 აშშ დოლარი გამოუყო. როგორც ცნობილია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და GEF-ის დაფინანსებით ახორციელებს მცირე გრანტების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების 13 პროექტი. შემდეგ საგრანტო რაუნდში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წელს.
პროგრამა აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ეხება: ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების შერბილებას, მიწის დეგრადაციის შემცირებას, საერთაშორისო წყლების დაცვას, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირებას და გაუვნებელყოფას.
პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემებზე დაფუძნებული ორგანიზაციების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაზრდა, პოზიტიური სამუშაო ურთიერთკავშირების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებასა და სამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებსა და კერძო სექტორს შორის და მდგრადი განვითარების პრაქტიკისა და პოლიტიკის გაუმჯობესება.