რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანია „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"ვხელმძღვანელობ რა ჰუმანურობის პრინციპებით, ვადგენ: შეწყალებულ იქნეს მსჯავრდებული ხოდორკოვსკი მიხაილ ბორისის ძე, დაბადებული 1963 წელს ქალაქ მოსკოვში, გათავისუფლებულ იქნეს ის თავისუფლების აღკვეთის ადგილას ყოფნისაგან. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადება ხოდორკოვსკის შესაძლო შეწყალების შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ მოწყობილ დიდ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ხოდორკოვსკის მიერ შეწყალების თხოვნის დაწერა ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს აღიარებს. ასე რომ კომპანია „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი რეაბილიტაციას ვერ მიაღწევს.
მიხაილ ხოდორკოვსკი პატიმრობაში 2003 წლიდან იმყოფება.