მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გაჯი მახაჩევი და კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. მახაჩევის მეუღლე და სამი შვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.
აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ხუთი ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის ერთი სამარშრუტო ტაქსი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან, რომლის ბრალეულობის გამოც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა თავად მახაჩევი იჯდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გაჟი მახაჩევი 1999 წელს რუსეთის დუმის დეპუტატი იყო, 2007 წელს კი დაღესტნის წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტთან.
სამი თვის წინ ის დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.