ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, 2013 წელს მიღებული შემოსავლებით, ამერიკული გამოცემა „ფორბსის" მილიარდელთა სათავაში მოექცა. თავად ანგარიში შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა და საერთაშორისო ანალიტიკურმა კომპანია Wealth-X-მა მოამზადეს. როგორც ირკვევა, 83 წლის ბიზნესმენმა, რომელიც ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელობს მიმდინარე წელს 12,7 მლრდ დოლარი გამოიმუშავა.
რეიტინგში მეორე ადგილზე ბილ გეიტსია, რომელმაც მიმდინარე წელს საკუთარი კაპიტალი 11,5 მლრდ დოლარით გაზარდა. ყველაზე შემოსავლიან მილიარდელებში წელს მესამე ადგილზეა ამერიკელი თამაშების მაგნატი შელდონ ადელსონი გახდა, რომელმაც 2013 წელს 11,4 მლრდ დოლარი გამოიმუშავა.
მასალის გამოყენების პირობები