76 ადამიანი დაშავდა ლონდონის ცენტრში თეატრ „აპოლოს" სახურავის ჩამონგრევის შედეგად.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 7 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სახურავის ჩამონგრევისას, ადგილობრივი დროით 20:15 საათზე, თეატრი სავსე იყო მაყურებლებით, რომლებიც სპექტაკლის სანახვად იყვნენ მისულები.
მეხანძრეების განცხადებით, ყველა ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანეს.
სახანძრო სამსახურის ინფორმაცით, დარბაზში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
თეატრის შენობის მფლობელმა კომპანიამ, მომხდარს „სამწუხარო და შოკის მომგვრელი ინცინდენტი უწოდა".
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.