დღეს, 20 დეკემებრს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დაიხურება.
საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს.
საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება. სხდომა თბილისში, იუსტიციის სახლში გაიმართება.
მომავალი კვირისთვის მოწვეული იქნება პარლამენტის რიგგარეშე სესია და პლენარული და საკომიტეტო სხდომები რიგგარეშე ფორმატში, კვირის ბოლომდე გაიმართება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომები იანვრის შუა რიცხვებიდან განახლდება.
პარლამენტი საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.