ხვალ, 12 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქოს, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიხედვით, მსჯავრდებულებს, რომელთაც საქართველოს საპატრიარქო რეკომენდაციას გაუწევს, არასაპატიმრო სასჯელი დაეკისრებათ და მას ეკლესია-მონასტრებში მოიხდიან.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ქორეპისკოპოსი, ახალციხის და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.