პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე როგორც ამას კანონი ითხოვს.
,,მერაბიშვილის საკითხს რაც შეეხება აქაც პასუხი ნათელია ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე როგორც ამას კანონი ითხოვს და არა საგანგებოდ მერაბიშვილისთვის, ან საგანგებოდ სხვა შემთხვევისთვის. მოქალაქე მერაბიშვილს, ამჯერად ეჭვმიტანილ მერაბიშვილს აქვს თავისი უფლებები, როგორც ითვალისწინებს კანონი და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ეს არის კითხვები არა პოლიტიკოსებთან, არამედ იურისტებთან, რომლებმაც ზუსტად უნდა თქვან ამ შემთხვევაში, რას ითვალისწინებს კანონი. კარგი იქნება, თუ იურიდიული საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რას ამბობს ზუსტად კანონი, რის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გვაქვს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.