„რუსეთის ხელისუფლება არ აკრიტიკებს დასავლურ ფასეულობებს, მხოლოდ ცდილობს მოქალაქეები დასავლეთის ზოგიერთი სოციალური ჯგუფის აგრესიული მოქმედებებისგან დაიცვას. ისინი თავიანთ აზრს, სხვა ქვეყანაში, სხვა ხალხს თავს ახვევენ", _ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა დასავლური ფასეულობების კრიტიკა, არამედ ჩვენი მოქალაქეების დაცვა ზოგი კვაზიფასეულობისგან, რომლებიც ძალიან რთულად აღიქმება ჩვენი მოქალაქეების მიერ", _ ეს განცხადება რუსეთს პრეზიდენტმა CNN -ის ჟურნალისტის კითხვაზე გააკეთა თუ რატომ ეთმობა რუსეთში ბოლო დროს ყურადღება რელიგიასა და ფასეულობებს და რატომ მიმდინარეობს დასავლური ფასეულობების კრიტიკა.