დღეს, 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება იმერეთის მეფის სოლომონ II - ის ოქრომკედით მორთული საზეიმო სუფრა და მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური ვერცხლით მოჭედილი ყანწი, რომელიც ამასთანავე გამოყენებული იყო ფილმში "ქეთო და კოტე" როგორც რეკვიზიტი და მას თავად ლევანის ყანწსაც უწოდებენ. მისი ზომა 80 სანტიმეტრია და 3 ლიტრა ღვინო ეტევა.
აღნიშნული სამეფო სუფრა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს მსახიობ დათიკო ჩხეიძის შთამომავალმა გადმოსცა.სუფრის მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ იგი სასწრაფო რესტავრაციას ითხოვდა, კომპანია ბილაინმა ექსპონატის რესტავრაცია დააფინანსა, რომლის დროსაც გამაგრდა დაცრეცილი საფუძველი და აღდგა დაშლილი ნაქარგობა.
კომპანია ბილაინმა ასევე დააფინანსა "თავადი ლევანის ყანწის" რესტავრაციაც. სასმისი მძიმე მდგომარეობაში გადაეცა მუზეუმს, მიმდინარეობდა ძვლის ფენის კოროზია, ყანწის მოსართავების რამდენიმე ელემენტი დაკარგული და მის ნაცვლად იაფფასიანი ლითონის ელემენტები იყო დამაგრებული. რესტავრაციის პროცესში მთლიანად გამაგრდა ძვლის ფენა, გამოიცვალა დაკარგული ელემენტები, მოივერცხლა და დაძველდა.
ღონისძიების ორგანიზატპორია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და კომპანია ბილაინი.