გიორგი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად უშიკიშვილი ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.
,,ასე რომ მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე ოღონდ აღსანიშნავია რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე რომ შვებულებაში ვარ :))) აჰა ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა არაუშავრს ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის", _წერს უშიკიშვილი.
თავად კულტურის მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია რომ "საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის #03/148 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სსიპ "საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის" მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შერჩევითი მეთოდით შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რომელზე პასუხისმგებლობაც "საჯარო სამართლის იურიდიული პირის" შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პერსონალურად ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებული იყო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 29 ნოემბრის #01/12-405 დავალების საფუძველზე წარმოედგინა საკუთარი განმარტებები ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიშის პროექტზე თავისი ხელმოწერით, დასკვნის წარმოდგენისგან შეგნებულად თავის არიდების გამო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის #3/320 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 2013 წლის 18 დეკემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან", - ნათქვამია ოდიშარიას ბრძანებაში.