ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების შეძენა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კალაძემ განმარტა, ფორმა რის საშუალებითაც სამინისტროების მხრიდან ავტომანქანების შეძენა ხდება ქაოსურია.
,,უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნებ გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების შეძენა, რა ტიპის ავტომობილები უნდა შევიძინოთ. ის რაც დღეს ხდება ჩემი აზრით, არის ქაოსურად, ვის როგორც გაუხარდება და რამდენი ავტომანქანის შეძენის სურვილი აქვს ისე ხდება ყველაფერი და ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს, სტანდარტებში მოექცეს", - განაცხადა კალაძემ.