სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია. შესაბამისი განცხადება სახალხო დმცველმა ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილთან გამართული სათნახევრიანი საიბრის შემდეგ გააკეთა.
ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილთან შეხვედრისას მას გაკეთებული განცხადების დეტალებზე ესაუბრა.
"მერაბიშვილმა მოყვა დეტალები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული. მერაბიშვილი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს.
"აუცილებელია გამოძიების დაწყება, რათა ყველაფერს გაეცეს პასუხი, რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცეში დროში, ვფიქრობ, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ და სასჯეაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა უკვე გააკეთეს განმარტებები, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყება.