სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე წამოადგენს, ალიანსის სახელით დავით ბერძენიშვილი, დავით გამყრელიძე და ირაკლი ალასანია იღებენ მონაწილებას, "კონსერვატორების" - კახა კუკავა, "დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად გოგა ხაინდრავა ესწრება.
"შეხვედრაზე ორ პრიორიტეტული საკითხს - პირველი ადგილობრივი არჩევნებს, რომელიც დისკრიმინაციულ გარემოში მიმდინარეობს და მეორე პოლიტპატიმრების საკითხს გავაცნობთ", - განაცხადა კუკავამ შეხვედრის დაწყების წინ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თბილისს დღეს ესტუმრა. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
პოლონეთის პრემიერი თბილისს 13 მარტს დატოვებს.