19 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი ეწერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს.
ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი კლაუს გერჰაუზერი.
ხელშეკრულებები ითვალისწინებს ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცას, ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობას, აგრეთვე თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა (მეორე მონაკვეთი) და ანაკლიის ნაპირდაცვის (მეორე ფაზა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.