საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობა ერთიანი სტანდარტის დადგენაზე რომლის საფუძველზე ყველა სამინისტრო ავტომობილებს შეიძენს.
,,ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით სახელმწიფო კანცელარიამ მუშაობა დაიწყო ახალი სტანდარტების განსაზღვრის თაობაზე. ეს სტანდარტები შემუშავების პროცესშია და განისაზღვრება თუ რომელ თანამდებობის პირს რა კლასის, რა ტიპის ავტომანქანა უნდა ჰქონდეს. ისე აღარ იქნება როგორც ხდებოდა გასულ წლების განმავლობაში_ქაოსურად, უამრავი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მრავალი ძვირადღირებული, არაეკონომიური მანქანა გავასხვისე. დღესაც ავტომობილების შეძენა ხდება ქაოსურად, რადგან არ არის დაწესებული სტანდარტები. ერთიანი სტანდარტი როცა შემუშავდება ყველა სამინისტრო ამ სტანდარტებით შეიძენს ავტომობილს"_განაცხადა ღარიბაშვილმა.