19 დეკემბერს 11:00 საათზე,სასტუმრო ,,ჰოლიდე ინნ"-ში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით აგრო-დაზღვევის თემაზე კონფერენცია მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ესპანური სადაზღვევო კომპანიების, კერძო სექტორის (სადაზღვეო/საბანკო) წარმომადგენლები და ფერმერები.
კონფერენციის მიზანია: საქართველოში აგრო-დაზღვევის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით დიალოგის დაწყება.
კონფერენცია "აგრო-დაზღვევა- კონცეფციიდან განხორციელებამდე", საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)" მხარდაჭერით, იმართება.