ნოემბერში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 847 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არაიურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.879 დონეზე დაფიქსირდა. ნოემბრის თვეში კლება დაფიქსირდა წინა თვესთან (4.2%-ით), ხოლო ზრდა - წინა წლის იმავე თვესთან (11.8%-ით) შედარებით.
2013 წლის ნოემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 26.1%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია და-
ფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 13.0%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 20.2%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.882 და 0.780 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. ნოემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2410 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 62.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 317 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 34.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.8% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 99 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 6 კოოპერატივი, 5 სააქციო საზოგადოება და 1 სოლიდარული პასუხის- მგებლობის საზოგადოება.