მოსკოვში პრესნენსკის საკრებულოს მუნიციპალიტეტის დეპუტატები 19 დეკემბერს კუდრინის ჩიხისათის უკრაინის სპეცდანიშნულების დანაყოფის „ბერკუტის" სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.
ამას გარდა, მათივე ინიციატივით ჩიხის მიმდებარე მოედანს „დანაყოფ „ბერკუტისა" და შინაგანი ჯარის ღვაწლის მოედანი" უნდა ეწოდოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ასე აპირებენ ისინი „უკვდავყონ „ბერკუტის" დამსახურება, რომელმაც შინაგან ჯართან ერთად 1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელში ჩაგდება აიცილა თავიდან".
თუ მუნიციპალური საკრებულო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მას ქალაქის სახელების გადარქმევის კომისიას გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები