"უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩვენ ძალიან გვაღელვებს და ვფიქრობთ, რომ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ტოტალურად მიუღებელია და ვეჭვობთ, რომ მათ იგივე მცდელობა ექნებათ საქართველოსთან მიმართებაშიც მომავალ წელს, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის თარიღი სულ უფრო ახლო იქნება" - განაცხადა ესპანეთის სამეფო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ჩარლზ პაუელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთს 40 წლიანი დიქტატურის გამოცდილება აქვს, რომლის შემდეგაც ქვეყანა 1986 წელს ევროპულ თანამეგობრობას შემოუერთდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის საქართველოს სურვილის, გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობ, ესპანური საზოგადოება, ისე როგორ ესპანეთის მთავრობა, მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას", - აღნიშნა ჩარლზ პაუელმა.
დღეს მაია ფანჯიკიძე ესპანეთის სამეფო კვლევით ცენტრს „Real Instituto Elcano" ეწვია, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.