უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო ეჭვობს, რომ პუტინისა და იანუკოვიჩის შეთანხმების უკან კიდევ რაღაც იმალება. განცხადება ამის შესახებ მან „ბი-ბი-სის"თან საუბარში გააკეთა.
„ასეთ დიდ თანხებს და გაზზე ფასის მოკლებას ტყუილად იძლევიან. ალბათ ამის უკან რაღაც შეთანხმებები დგას, ხოლო თუ რა შეთანხმებები ამას, იმედი მაქვს უახლოეს დღეებში გავიგებთ.
მე ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს ნაიცონალური ინტერესები ან უკრაინის სტრატეგიული ობიექტები",_ აცხადებს კლიჩკო და აღნიშნავს, რომ უკრაინის გამოსავალი მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია.
„იანუკოვიჩმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მას ვადამდელი არჩევნების არ ეშინია. მე მას რინგზე ვიწვევ",_ აცხადებს კლიჩკო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კრემლში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კიევმა რუსეთისგან გაზზე ფასის 30 პროცენტიანი შეღავათი და პლიუს, 15 მილიარდი მიიღო.
ამასთან ერთად ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რას მიიღებს რუსეთი ამის სანაცვლოდ.
უკრაინისათვის ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 400 აშშ დოლარიდან 268 აშშ დოლარამდე შემცირდა.