თეთრმა სახლმა დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გაემგზავრება. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აშშ-ს დელეგაციას ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო უხელმძღვანელებს.
აშშ-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მოსკოვში აშშ-ს ელჩი მაიკლ მაკფოლი და პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ნაბორსი. სოჭში ასევე გაემგზავრებიან ჩატარებული ოლიმპიური თამაშების გამოჩენილი ამერიკელი გამარჯვებულები და პრიზიორები, მათ შორის ცნობილი ჩოგბურთელი ქალი ბილი ჯინი და მოციგურავე ბრაიამ ბოიტანო.
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი.
პრეზიდენტო ობამა ოლიმპიადას არ დაესწრება.
აშშ-ს ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-ს სამთავრობო დელეგაციაში შეყვანილია ისეთი წევრები, რომლებიც თავის სექსუალური უმცირესობებისადმი კუთვნილებას არ მალავენ.