საერთაშორისო უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ტრადიციული წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მთელს მსოფლიოში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.
ამასთან ერთად, უშუალოდ მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა 20 % -ით შემცირდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სულ მთელს მსოფლიოში მოკლულია 71 ჟურნალისტი. გატაცებულია 87, რაც 129 % ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ამჟამად ციხეებში იმყოფება 178 ჟურნალისტი.
2013 წელს ჟურნალისტებისთვის ყველაზე საფრთხიშემცველ სამუშაო ადგილად სირია გახდა. იქ მოკლულია 10 პროფესიონალი ჟურნალისტი და 35 ბლოგერი. ასევე სიაში, სადაც ჟურნალისტების სიცოხლეს გამუდმებით საფრთხე ემუქრება არის ინდოეთი, ფილიპინები, სომალი და პაკისტანი.