,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. NDI-ის კითხვაზე ,, რომელი წყაროდან იღებთ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ"? გამოკითხულთა 90% ინფორმაციას ტელევიზიიდან, 5% ინტერნეტიდან, ხოლო რესპონდენტთა 1% ინფორმაციას ოჯახის წევრებიდან იღებს.
რაც შეეხება NDI-ის კითხვას ,, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იღებთ თუ არა საკმარის ინფორმაციას მედიასაშუალებებით იმ პარტიის შესახებ რომელსაც მხარს უჭერთ"? გამოკითხულთა 82% იღებს, ხოლო 9% არა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-2.9%