„უკრაინაში რევოლუცია არ იქნება და ყველაფერი შესაძლოა ფიასკოთი დასრულდეს",_ აცხადენს პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ლეხ ვალენსა. ეს განცხადება მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„მე იქ, უკრაინაში ბელადს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ ერთ დიდი საზოგადოებრივ მოძრაობას, ერთიან პარტიას ან კოალიციას, რომელიც შეძლებს ხელისუფლების დამხობას", _ განაცხადა ვალენსამ, რომელიც 80 -იან წლებში საპროტესტო მოძრაობების ლიდერი იყო.
იგი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში არის დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მომიტინგეები კი დემოკრატიულ პრინციპებს ვერ დაარღვევენ, ვინაიდან მერე ამ პრინციპებს მათ მიმართ დაარღვევენ.
„უკრაინას არ შეუძლია ხელისუფლება არადემოკრატიული გზით დაამხოს",_ აცხადებს ვალენსა და აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ქაოსი მეფობს.
„თუ კლიჩკო მიიღებს ძალაუფლებას ქუჩაში, ის ასევე მალე დაკარგავს მას. ქუჩა მას აიყვანს და ქუჩავე მას დაამარცხებს. ზედმეტად დიდი ქაოსი მეფობს ახლა უკრაინაში", _ აცხადებს პოლონეთის ყოფილი ლიდერი.
მისივე თქმით, შეუძლებელია უკრაინა ისე მართო როგორც რინგი.
„სიმპატიითა და გულით მე უკრაინელ ხალხთან ვარ და კლიჩკოს ვემხრობი, მაგრამ ეს ხალხი ხელისუფლებისა და პოლიტიკის ცვლილებისათის მზად უნდა იყოს. ვერ ვხედავ, რომ კლიჩკო მზად იყოს სამართავად. გაიმართოს მრგვალი მაგიდები და დიალოგი სადაც ბრძენი ლიდერები დასხდებიან. ძალით უკრაინას ვერ შეცვლი", _ აცხადებს ლეხ ვალენსა.