გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის მიერ უკრაინაზე ზეწოლის გამო შეშფოთება გამოთქვა. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ-გვერზე გამოაქვეყნა.
„აღშფოთებას იწვევს ის, რომ რუსულმა პოლიტიკამ ისარგებლა რა უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით და ევროკავშრთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ დაუშვა", _ აცხადებს გერმანელი მინისტრი.
მისივე თქმით, 19 დეკემბერს ის პოლონეთს ეწვევა და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„პოლონეთში გავემგზავრები, იმისათვის რათა ჩვენს პოლონელ მეზობლებთან ერთად, რომლებმაც უკრაინის შესახებ გაცილებუთ უფრო მეტი იციან ვიდრე სხვა ევროპელებმა მოვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიევში არსებული პოლიტიკური ბლოკადის დასაძლევად", _ განაცხადა შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კრემლში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კიევმა რუსეთისგან გაზზე ფასის 30 პროცენტიანი შეღავათი და პლიუს, 15 მილიარდი მიიღო.
ამასთან ერთად ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რას მიიღებს რუსეთი ამის სანაცვლოდ.
უკრაინისათვის ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 400 აშშ დოლარიდან 268 აშშ დოლარამდე შემცირდა.