ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატოს სამხედრო კონტიგენტის ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაღუპა.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამხედროები აცხადებენ, რომმ ავარია არ იყო ბოევიკების ორგანიზებული, თუმცა მოძრაობა „თალიბანის" წარმომადგენლებმა უკვე აიღეს პასუხისმგებლობა მომხდარზე.
ამჟამად მომხდარი კატასტროფის გამოძიება მიმდინარეობს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყვეა დაღუპული ამერიკელი სამხედროა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბოლოსათვის ავღანეთიდან ნატოს სამხედრო კონტიგენტის გამოყვანა იგეგმება.