რუსეთმა უკრაინას წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთა. კიევმა მრავალწლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს გაზზე ფასის 30 პროცენტიანი შეღავათი მიიღო და პლიუს ამას, 15 მილიარდი რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რას მიიღებს რუსეთი ამის სანაცვლოდ.
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კრემლში, გამოაცხადა, რომ უკრაინისათვის ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 400 აშშ დოლარიდან 268 აშშ დოლარამდე შემცირდა.
„თუმცა ეს დროებითი გადაწყვეტილებაა", _ დააზუსტა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის მთავრობათაშორის კომისიაზე არ განხილულა გლობალური საკითხები, რომლებმაც კიევში პოლიტიკური კრიზისი და მასობრივი პროტესტი გამოიწვია: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს არც უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანება და არც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების საკითში არ განუხილავთ.
„მინდა ყველა დავამშვიდო, დღეს ჩვენ საერთოდ არ განგვიხილავს საკითხი უკრაინის საბაჟო კავშირთან მიერთებისა",_ განაცხადა ვლადმერ პუტინმა იანუკოვიჩთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.