ყოფილი ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ე.წ. მატროსოვის ციხესთან მორიგეობა დააწესა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო, მიიღეს რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და მასზე ზეწოლა აღარ განხორციელდეს.
,, ბოლო დროს, უმრავლესობა გვესაუბრება ორგანიზებული დამნაშავეების სახელით და გვემუქრება. ახლა ხელისუფლება უკვე ქმედებაზე გადავიდა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა უკვე არის ქმედება, რომელიც ნორმალურ სამართლებრივ ნორმებს არ ექვემდებარება. ამიტომ გადავწყვიტეთ დავაწესოთ მორიგეობა, რადგან არ განმეორდეს ის ფაქტი რაც ამ დღეებში მოხდა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა, რომელმაც მთელი ღამე პარტიის აქტივისტებთან ერთად ე.წ. მატროსოვის ციხესთან გაათენა.