დღეს, 18 დეკემბერს, 13:00 სათზე მთავარ პროკურატურაში გიგი უგულავას დაკითხვის პარალელურად მისი მხარდამჭერების აქცია გაიმართება. მის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.
საქმე ეხება ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ „თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.