18 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმროში „Sheraton Metechi Palace" გაიმართება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს უწყების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, აქტივობებსა და ღონისძიებებს. აგრეთვე უპასუხებს მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკითხვებს.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.