18 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის წინ ლეო ანთაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან . საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს სასცენო მოღვაწეობის 60 წელი უსრულდება. მარჯანიშვილისა და რუსთვის თეატრების სცენაზე მას 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული
საღამოზე ლეო ანთაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ნაწყეტები ლეგენდარული "ურიელ აკოსტადან", სადაც ბატონი ლეო 1971 წლიდან, 40 წლის განმავლობაში უცვლელად ასრულებს ბენ აკიბას როლს. ასევე ბოლო პერიოდის სპექტაკლებიდან "ბახტრიონი", "ზვავი", "ქვიშხური ესკიზები".
ასევე საღამოზე გაიხსენებენ ლეო ანთაძის მის ზურიკელას "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან", ლაითაძეს "ეზოში ავი ძაღლიადან", ჭეიშვილს "თეთრი ბაირაღებიდან", სანჩო პანსას "ლამანჩელიდან", მარკიზს "დონ სეზარ დე ბაზანიდან" და კინოფილმებს მისი მონაწილეობით "ყვავილი თოვლზე", "წკიპურტები", "დათა თუთაშხია", "ერთი ნახვით შეყვარება", "თეთრი ბაირაღები" და სხვა
მასალის გამოყენების პირობები