18 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ჩუღურეთის რაიონები
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდარეხის, მეველეს, დოლაბაურის, ბოჭორმის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.