რუსეთის სამხრეთ ნაწილში სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერ-მ" მონტაჟდება. სამხედრო ტექნიკის დისლოცირება დასავლეთშიც ხდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საზღვარზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამხრეთის ფედერალურ სამხედრო ოლქში ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების კომპლექსის „ისკენდერ-მ"-ის პირველი დივიზიონი უკვე ჩავიდა. დანარჩენი ორი დივიზიონი იქ უახლოეს რამდენიმე თვეში ჩავა.
2014 წელს კიდევ ორი სარაკეტო ბრიგადა მიიღებს შეიარაღებაზე „ისკანდერ-მ"-ის კომპლექსებს.
რამდენიმე დღის წინ გერმანული მედია წერდა, რომ რუსეთმა კალინინგდარში, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვარზე „ისკანდერები" განათავსა. ამ განცხადებას აშშ-ს მთავრობის რეაგირება მოჰყვა, რომლებმაც რუსეთს მოუწოდეს დასავლეთში მდგომარეობის დესტაბილიზებისგან თავი შეიკავოს. შეშფოთება გამოთქვეს პოლონეთსა და ლატვიაშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რასაკეტო კომპექსების განთავსების ინფორმაცია დაადასტურეს.