ლონდონის პოლიციამ პრინცესა დიანასა და მისი თანამგზავრის, ეგვიპტელი მილიარდერის დოდი ალ-ფაიედის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ახალი მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. ისინი 16 წლის წინ ავტოკატასტოფაში დაიღუპნენ.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ ვერ იპოვა რაიმე სახის დადასტურება იმისა, რომ პრინცესა დიანასა და ალ-ფაიედის დაღუპვის თანამონაწილე ბრიტანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ვიღაც სამხედრო მოსამსახურე იყო.
ამ საქმეში ახალი ინფორმაციის გაჩენის შესახებ პოლიციელებმა განცხადება მიმდინარე წლის აგვისტოში გააკეთეს.
სკოტლანდ-იარდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებს, რომლებიც ამ საქმის შემოწმებით იყვნენ დაკავებული ბრიტანეთის სპეცსამსახურების დოკუმენტებთან უპრეცედენტო წვდომის საშუალება მიეცათ.
პრინცესა დიანად დაღუპვას მთავალი მითქმა-მოთქმა და შეთქმებულების თეორიების გაჟღერება მოჰყვა.
2008 წელს ლონდონის უმაღლესმა სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წყვილი მათი მძღოლის უხეში შეცდომის გამო დაიღუპა, რომელმაც გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიჩქარეს მოუმატა.