2013 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 208.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.9 მლნ აშშ დოლარით (25.2 მლნ ლარით), ანუ 12.6 პროცენტით მეტია 2012 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (24.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 10.0 მლნ აშშ დოლარისა (16.6 მლნ ლარი) გასული წლის ნოემბერში.
მასალის გამოყენების პირობები