თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული კედლის რესტავრაციისათის სახელმწიფო მაქსიმუმ 92 ათას 858 დოლარს დახარჯავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, თეატრს კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის გამარტივებული ტენდერის ჩატარების უფლება მიეცა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტმა თეატრს მომსახურების გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის უფლება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მისცა.
მასალის გამოყენების პირობები