აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დახმარებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობის სამმართველოს საველე პერსონალს ოთხ დღიანი ტრენინგი უტარდება.
ტრენინგი მოიცავს სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის მეთოდოლოგიის, კითხვარების შევსების, მონაცემთა ონლაინ შეყვანის და რესპოდენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების საკითხებს.
ტრენინგს ატარებენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკური სამსახურის ექსპერტები და საქსტატის სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლები. ტრენინგს ასევე ესწრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.
ტრენინგის მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სოფლის მეურნეობის დარგში სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება.