საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 73 ათას 670 ლარი გამოეყოფა. პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა და ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 73 670 ლარი გამოეყოფა.