მოლდოვამ რუსეთის ემბარგოსგან მიყენებული ზარალი დაითვალა და გამოარკვია, რომ მხოლოდ ღვინის წარმოებამ ემბარგოს გამო 20 მლნ ევროს ოდენობის ზარალი განიცადა. როგორც მოლდოვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ვასილი ბუმაკოვი განმარტავს, ქვეყანა ამ დროისათვის გამოსავლის ძიებაშია. მინისტრის განმარტებით, როსსელხოდნადზორთან გამართული მოლაპარაკებებისას პოლიტიკური თემა არასოდეს არ აწეულა და შეხვედრებზე მხოლოდ ტექნიკური დეტალები განიხილებოდა.
როგორც ცნობილია, 10 სექტემბერს რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადო ონიშენკომ ქვეყანაში მოლდოვური ღვინის შეტანა აკრძალა და მიზეზად მისი ხარისხი დაასახელა. თუმცა კიშინიოვში არ გამორიცხავენ, თემა პოლიტიკურადაა ანგაჟირებული, რაც საბაჟო კავშირში მოლდოვას მხრიდან გაწევრიანებაზე უარის თქმას უკავშირდება.