მსოფლიო ჩემპიონმა კრივში WBC-ს ვერსიით, ვიტალი კლიჩკომ უარი თქვა თავის ტიტულზე და გადაწყვიტა საკუთარი თავი უკრაინულ პოლიტიკას დაუთმოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
კლიჩკო უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წამყვან როლს თამაშობს. ევროინტეგრაციის მომხრე ათასობით უკრაინელი პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოითხოვს.
პროფესიულ რინგზე თავისი მოღვაწეობისას კლიჩკოს 45 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მხოლოდ ორი მარცხი.
მსოფლიო კრივის საბჭო გაგებით მოეკიდა კლიჩკოს გადაწყვეტილებას და მას „საპატიო მსოფლიო ჩემპიონის" ტიტული მიანიჭა. საბჭომ ასევე განაცხადა, რომ ვიტალი კლიჩკოს კარიერის გაგრძელება ნებისმიერ დროს შეეძლება და მას უფლება ექნება გავიდეს რინგზ ყველა იმ სპორტსმენთან, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ექნება.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში კლიჩკომ განაცხადა, რომ 2015 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.