თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები გამომძიებლების კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
მერის ყოფილმა მოადგილემ დავით ალავიძემ, საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა ლექსო თაბუაშვილმა, ძველი თბილისის ყოფილმა გამგებელმა დავით ავალიანმა და მისმა მოადგილემ დიმიტრი ჩხაიძემ ფინანსური პოლიცია გვიან ღამით დატოვეს.
ადვოკატების განმარტებით მათი დაცვის ქვეშ მყოფები თბილისის განვითარების ფონდიდან საარჩევნოდ თანხების ხარჯვის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ.
პარალელურად, თბილისის ფინანსურ პოლიციაში მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა. თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო უწყებას დავით ხოსრუაშვილთან.
მასალის გამოყენების პირობები