17 დეკემბერს, 12:00-ზე "პროკრედიტ ბანკის" სათავო ოფისში (ალ. ყაზბეგის გამზ. 21) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს "პროკრედიტ ბანკისგან" გადაეცემა ექსლიბრისების უნიკალური კოლექცია!
პრესკონფერენციას გაუძღვებიან "პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი საშა ტერნესი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა.