აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სავარაუდოდ, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას არ დასწრება, ინფორმაციას ამის შესახებ „ლოს ანჟელეს თაიმსი" ავრცელებს.
სტატიაში სახელწოდებით „სავარაუდოდ პრეზიდენტო ობამა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება" ჟურნალისტი დევიდ ჰარტონი წერს:
„პრეზიდენტ ობამას არასოდეს დაუმალავს ის, რომ ის სპორტის დიდი გულშმატკივარი არ არის და ჩემი აზრით ის ოლიმპიადით აღფრთოვანებული სულაც არ არის. ამიტომაც სავარაუდოდ ის სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას არ დაესწრება", _ წერს ჟურნალიტი და აღნიშნავს, რომ რუსეთში აშშ-ს ელჩმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის „საპრეზიდენტო დელეგაციას" ელის, იმისათვის რათა ობამას სახელით გაემგზავროს იქ.
„იქ ჯერ ჯერობით გრძელდება განხილვა იმისა თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას", _ ციტირებს მაკფოლს რუსული მედია.
ლონდონის 2013 წლის ოლიმპიური თამაშები პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დააფასა.
გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი ასევე გეგმავს სოჭის ოლიმპიადის გაცდენას.