17 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილ, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის, სამასი არაგველის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის და წავკისის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.